თურქეთის მიმარულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფუად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.