LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პროვოკაცია“ – ბექა ლილუაშვილი ლავროვის უწყების განცხადებაზე

181
BeFunky-collage - 2023-02-13T220351.971

„ეს განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც პროვოკაცია“ – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლავროვის უწყების განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ცდილობს.

ბექა ლილუაშვილი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის როლის დაკნინებას და ხაზგასმას, თითქოს დასავლეთსა და ამ ფორმატის მონაწილეებს სურთ გააჭიანურონ მოლაპარაკებები.

„არ გვიკვირს მსგავსი განცხადებები, მთავარია საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის პროვოკაცია.“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა ვანო მერაბიშვილზეც და განაცხადა, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდა როგორც პარტია პროგნოზირებდა:

„სწორედ ისე ვითარდება მოვლენები, როგორც ჩვენ ვამბობდით. კალაძემ თქვა, რომ მერაბიშვილის გამოჩენა არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. როცა სტრატეგია არათანმიმდევრულია ის აზიანებს საერთო ოპოზიციურ განწყობას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები