“საზოგადოებაში მწვავე კითხვები დაგროვდა და მისი მოსმენა არ უნდა გადაიდო,” – აცხადებს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი და ამბობს, რომ შს მინისტრი პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოცხადდეს.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
“საზოგადოებაში მწვავე კითხვები დაგროვდა და მისი მოსმენა არ უნდა გადაიდოს. თბილისის ქუჩებში უპრეცედენტო ძალადობის ფაქტები ვნახეთ, რომელიც შს სამინისტროს სტრუქტურებმა არ და ვერ აღკვეთა. პარლამენტის პოზიცია უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს მინისტრი და კითხვებს პასუხები გასცეს.” – თქვა სამადაშვილმა.
ამ განცხადების საპასუხოდ კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ვახტანგ გომელაურს წერილობითი მიმართვა უკვე გაეგზავნა, მოსმენის თარიღზე კი კონსულტაციები გაიმართება და შეთანხმდება.
შეგახსენებთ, დღეს ანალოგიური მიმართვით განცხადება გაავრცელა ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმაც”.
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფრაქცია მედია წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს კატეგორიულად გმობს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს.