გასულ წელს, ჯენიფერ ენისტონი არაერთხელ მოხვდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. საქმე ეხება მის ვიზუალს, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. თავად 55 წლის მსახიობი არაერთხელ დააფიქსირეს პლასტიკური ქირურგის კაბინეტთან, ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, რომ ენისტონს რომანი ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან ჰქონდა.
ვარსკვლავზე ამბობდნენ, რომ მას ზედმეტი ფილერი მოუვიდა და მას ბუნებრივი იერის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც ჩანს, საზოგადოების კრიტიკამ ენისტონი შეაწუხა. ახლახან ინსაიდერის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯენიფერმა ინექციურ კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ჩარევებზე უარი განაცხადა.
„ჯენიფერი მართლა ვერ წარმოიდგენდა, თუკი ყოველივე ამას ასეთი დიდი მითქმა-მოთქმა და კრიტიკა მოჰყვებოდა. ის მართლა გაოცებული დარჩა საზოგადოების „ჰეითით“. ვერც კი იფიქრებდა რომ მას რაიმე ზედმეტი მოუვიდა“, – აცხადებს წყარო.
55 წლის ჯენიფერ ენისტონი იდუმალ პლასტიკურ ქირურგზეა შეყვარებული
55 წლის ჯენიფერ ენისტონი „გაშეშებული სახისა“ და დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

