LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებულ კანონპროექტზე ირაკლი კობახიძე მედიას ხვდება

81

“მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ხვდებიან.

ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და მასში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.

“ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი მაინც ისე გავა, როგორც ხელისუფლებას უნდა. ძალიან ცუდია ეს. უპრიანი იქნება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის 50 მილიონი გონივრულად დახარჯოს , რაც აქვთ და დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელი არ შეუშალონ . ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ტელეკომპანიაში რეკლამა შემოვიდეს და ხელი არ შეგვიშალოს. ისედაც არ არის ბაზარზე ბევრი რეკლამა, ჩვენ გვართმევენ მუშაობის საშუალებას,”– აცხადებს ვახო ხუზმიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g