LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სცემეს თუ არა ფოთის მერი თანამშრომლებმა?

774
78529645-2730709966985062-8532831167848644608-o

ყოფილი საჯარო მოხელე შორენა მირცხულავა ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ცემის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს. მირცხულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქალაქის მერს საკუთარი თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ.

“გუშინ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიის შენობაში სასტიკად ცემეს მერიის თანამშრომლებმა!!!
მანამდე, პარასკევს ფოთის მერმა, თავისი მდივნის თანდასწრებით, ერთერთ თანამშრომელს ხელი გაარტყა.
გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ფოთის მერი ქორწილში წავიდა საქეიფოდ. ეს მისთვის ჩვეული ჟესტია. რამოდენიმე წლის წინაც, როცა გოჩა კურდღელია ფოთის საკრებულოს წევრი იყო, სასტიკად გაილახა, ადგა, ტალახი ჩამოიფერთხა და მეორე საკრებულოს წევრის, თენგიზ სარიშვილის შვილის ქორწილში შევიდა!”

გავრცელებულ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს. უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტს მერიის სხვა თანამშრომლებიც უარყოფენ.

როგორც ირკვევა, ქალაქის მერი ამჟამად ზუგდიდში საქმიან შეხვედრაზე იმყოფება.

შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. სურათებთან ერთად მითითებულია, რომ გოჩა კურდღელიამ სამუშაო თათბირი გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცემის ფაქტზე უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები