საუდის არაბეთში, ერ-რიადში ELIE SAAB-ის გრანდიოზული ღონისძიებაზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, ჯეი ლო ლოს-ანჯელესში დაბრუნდა.
პაპარაცებმა 55 წლის არტისტი გვიან ღამით გადაიღეს, ის ავტომობილში, მედიისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად იჯდა. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერის პირადი ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში უამრავი ვარაუდი იწერება.
ტაბლოიდებმა ჯეი ლოს გვერდით მაღალი, ქერა, სკანდინავიური გარეგნობის ახალგაზრდა პირადი მცველი დააფიქსირეს, რომელიც 55 წლის ჯეი ლოს, ბოლო პერიოდში გამუდმებით თან ახლავს. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ფოტოების სერია, რომელშიც ჯეი ლოს გუნდის ახალი წევრია აღბეჭდილი. ფოტოს, რომელშიც „ბოდიგარდს“ ვარსკვლავის ხელი უჭირავს, უამრავი კომენტარი მოჰყვა.
საბედისწერო მზერა არაბეთიდან – ჯეი ლოს „ლუქების“ ცვენა გრძელდება
ჯეი ლომ ახალგაზრდა ბიჭების კასტინგი მოაწყო და იარებს ამ გზით იშუშებს – უახლესი დეტალები