LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლო შონ კომბსით მხოლოდ მცირე ხნით იყო გატაცებული“ – ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა თანამშრომელმა წყვილის შესახებ დუმილი დაარღვია

283
page

ტეა დე სოუზა ფილმის, „მოახლე მანჰეტენიდან“ ერთ-ერთი პროდიუსერია. კინოსურათი, რომელშიც მთავარი როლი ჯენიფერ ლოპესმა შეასრულა, 2002 წელს გამოვიდა, ეს კი სწორედ ის პერიოდია, როცა ჯეი ლო სკანდალურ რეპერს, Diddy-ის ხვდებოდა.

ახლახან დე სოუზამ დუმილი დაარღვია და ჯეი ლოსა და აწ უკვე დაპატიმრებული რეპერის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„თქვენ რომ ჯეი ლოს იცნობდეთ, თქვენ რომ მასთან ერთხელ მაინც გქონოდათ შეხება, გეცოდინებოდათ, რაოდენ ღირსეული ადამიანია. მას არ უყვარს დალევა, არც გართობისა და კლუბური ცხოვრების დიდი მოყვარულია. ჯეი ლო შონ კომბსით მხოლოდ მცირე ხნით იყო გატაცებული. დამერწმუნეთ, მას მცირედი წარმოდგენაც არ ჰქონდა იმის შესახებ, რასაც რეპერი სჩადიოდა. ჯეი ლო არ იმსახურებს, მისი სახელის ნეგატიური კონტექსტში ხსენებას“, – წერს სოუზამ.

დღე, როდესაც Diddy-მ მორიგი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა – მედიაში ჯეი ლოსა და რეპერის გაცხარებული ჩხუბის ამსახველი კადრები ვრცელდება

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და რეპერმა ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. ჯეი ლო მის ყველა კონცერტს ესწრებოდა და მასთან უამრავ ფოტოსაც იღებდა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზის შესახებ არტისტმა თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე მას კისერზე არასდროს ვეკიდებოდი… დეტალები არ ვიცი, თუმცა, გულის სიღრმეში, მუდამ ვიცოდი, რომ ის მე მღალატობდა. ის მეუბნებოდა, რომ ღამის კლუბში მიდიოდა და მთელი ღამით და დღით იკარგებოდა. ბოლოს დავფიქრდი, მინდოდა თუ არა, 10 წლის შემდეგ, შვილებით ხელში, ღამით მარტო ყოფნა და მამაკაცის ლოდინი“, – განაცხადა ლოპესმა.

დღე, როდესაც Diddy-მ მორიგი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა – მედიაში ჯეი ლოსა და რეპერის გაცხარებული ჩხუბის ამსახველი კადრები ვრცელდება

„ის მთელი ღამით და დღით იკარგებოდა“ – ჯეი ლო Diddy-ის შესახებ

„2000-იანი წლების ყველაზე ცხელი წყვილი“ – რატომ დაშორდა ჯეი ლო Puff Daddy-ის – ჯენიფერ ლოპესის მორიგი მამაკაცი წარსულიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები