LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SDG Digital Fair 2021 – პირველი ციფრული გამოფენა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს აქტორების მონაწილეობით საქართველოში

152
fortuna.ge (30)

#PartnershipforGlobalGoals

საქართველოში პირველი ვირტუალური ბიზნეს გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ადგილობრივ კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და მათი გამოცდილების გაზიარებას სტარტაპებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დააკავშიროს ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს აქტორები ერთმანეთთან. საბოლოოდ კი წაახალისოს კერძო სექტორის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

სრულად ციფრული გამოფენა, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უწევს ორგანიზებას, წარმოადგენს 3D ივენთების ახალ თაობას, რომელიც ზრდის მონაწილეთა ჩართულობის ხარისხს, ეფექტურად აკავშირებს მასში მონაწილე პირებს ერთმანეთთან და მათ აძლევს საშუალებას დაამყარონ ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირები. მაქსიმალურად ზრდის ადამიანური ურთიერთობების შეგრძნებას და აუმჯობესებს მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას.

SDG Digital Fair 2021 არის პირველი მცდელობა საქართველოში, რომ შესთავაზოს ბიზნესს ურთიერთობის ახალი ფორმატი, რომელიც პანდემიურ და პოსტ პანდემიურ ეპოქაში იქნება მათი დამაკავშირებელი ყველაზე მარტივი, ეფექტური და სწრაფი გზა  მსოფლიოს 162 ქვეყანაში მოქმედი ყველა პროფილის ბიზნეს კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მედია ორგანიზაციებთან.

წაშლილი გეოგრაფიული საზღვრები, სრულად ინტერაქციული ავატარის მეშვეობით რეალურ დროში ურთიერთობა, კომუნიკაციის მრავალფეროვანი ფორმატი – პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, 3D აუდიო და ვიზუალური გამოსახულება , სივრცე ნეთვორქინგისთვის, გამოფენაში მონაწილე კომპანიების ვებ-გვერდებსა და ღია რესურსებზე მომენტალური წვდომა, ელექტორნული ფოსტით კომუნიკაცია და კომპანიების სერვისების ონლაინ გამოწერის შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში გაწერილი აქტივობები არის იმ შესაძლებლობების ნაწილი, რომელსაც SDG Digital Fair 2021 სთავაზობს მის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას და რაც წარმოადგენს მომავლის ფორმატს ბიზნეს ურთიერთობებში.

გამოფენა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს წარმოადგინონ სრულად ბრენდირებული სტენდები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააცნონ საკუთარი საქმიანობა, დაამაყრონ საქმიანი კავშირები და გამოცდილება გაუზიარონ სტარტაპერებს.

ხოლო, გამოფენაზე დამსწრე ნებისმიერი ადამიანი უმარტივესი ინსტრუქციის გამოყენებით ქმნის მასთან ყველაზე მიახლოებულ ვიზუალურ ავატარს და პროფილს, რომლის მეშვეობითაც რეალურ დროში მისთვის საინტერესო ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ესაუბრება ბუნებრივი ხმის ტემბრითა და ტონალობით. ტონალობა რეგულირდება ავატარებს შორის დისტანციის შესაბამისად. ასევე, კომუნიკაციაში ჩართულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ემოციები.

SDG Digital Fair 2021-ში ქართულ, უკრაინულ და შვედურ კომპანიებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი სტარტაპები, სამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

ფორმატის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ SDG Digital Fair 2021-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შეუზღუდავი რაოდენობით, ხოლო მასში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ამ ეტაპზე ლიმიტირებულია. ღონისძიებაზე დასასწრებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: sdgdigitalfair.com

SDG Digital Fair 2021 გაიმართება 26 ოქტომბერს.

 

magti 5g