სელინ დიონმა ამჯერადაც მოახერხა საზოგადოების გაოცება. 51 წლის კანადელი მომღერალი ამჯერად ნიუ-იორკში, „მეთ გალას“ შოუს სტუმრობდა. ის ღონისძიებაზე „ოსკარ დე ლა რენტას“ ვერცხლისფერი კაბაში გამოჩნდა, რომელიც ფარდის ასოციაციას იწვევდა. თავზე კი უზარმაზარი ჭაღის ფორმის თავსაბურავი ედგა.
ბოლო დროს მედიაში ბევრს წერენ სელინ დიონის ახალ იმიჯზე. მომღერალმა ჩაცმის სტილი რადიკალურად შეცვალა და მას შემდეგ რაც წონაში დაიკლო, ბევრისთვის კრიტიკის ობიექტი გახდა.