LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი წითელ ხალიჩაზე წაიქცა (ფოტო/ვიდეო)

493

სელინ დიონმა განაცხადა, რომ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. როგორც მომღერალი ამბობს, ეს მისი გარდაცვლილი მეუღლის ბოლო სურვილი იყო. მას შემდეგ 48 წლის მუსიკოსმა რამდენიმე კონცერტი გამართა და არაერთხელ გამოჩნდა სხვადასხვა წვეულებასა და დაჯილდოებაზე. ამჯერად სელინ დიონი პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე გამოჩნდა. კრისტიან დიორის ჩვენებაზე მომღერალი შავი ფერის პიჯაკსა და ტყავის შარვალში მივიდა.

ინციდენტი მოხდა წითელ ხალიჩაზე, სადაც სელინ დიონს ფოტოგრაფები დახვდნენ. მომღერალს ფეხი აუცდა და დაეცა. მას წვეულების სტუმარი მამაკაცი დაეხმარა, რომლის წყალობითაც მომღერალი ადვილად გამოძვრა სიტუაციიდან და ფოტოების გადაღება განაგრძო. ჩვენებაზე სელინ დიონი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა. მან სხვა სტუმრებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. დიორის ჩვენებას უამრავი ცნობილიო სახე ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g