სელმა ჰაიეკი ცნობილია თავისი გემოვნებიანი სტილითა და ჩაცმის მანერით. ამჯერად კი მსახიობი ბევრად თავშეკავებული და აკადემიური ჩანდა, როცა ის კვირას ვატიკანში ჩავიდა. ჰაიეკი რომის პაპთან შესახვედრად ემზადებოდა და კაბაც შესაბამისი შეარჩია. დახვეწილ კაბას, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი ფერის მოსასხამი ჰქონდა შეხამებული, რაც ასრულებდა მსახიობის საეკლესიო ანსაბლს.
49 წლის მსახიობი რომის პაპთან შეხვედრაზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. ინტერნეტში მოხვდა რამდენიმე ფოტო პაპთან შეხვედრის ცერემონიიდან, სადაც ასევე ჯორჯ და ამალ კლუნებიც იმყოფებოდნენ.