56 წლის სელმა ჰაიეკი ამჯერად ცნობილი გამოცემის GQ სტუმარი გახდა და ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც მას კარიერის მანძილზე ჰქონდა. გაირკვა, რომ მექსიკური წარმოშობის მსახიობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მისი სექსუალურობა იყო. ამის გამო მას რამდენიმე სანატრელ როლზე უარი უთხრეს, რაც მისთვის უდიდეს ტრაგედიად იქცა: „ახლაც მეუბნებიან სექსუალური ხარ და კომედიები არ გიხდებაო. ეს იქამდე სანამ ადამ სენდლერმა არ დამამტკიცა მთავარ როლზე ფილმში ,,თანაკლასელები““ – იხსენებს სელმა.
მსახიობის ბოლო როლია ფილმი „სუპერ მაიკი: ბოლო ცეკვა“, სადაც მისი პარტნიორი ჩენინგ ტატუმია. რაც ეხება ახალ ფოტოსესიას, GQ-ისთვის ახალი ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი ეშლი ოლაჰია. გარეკანზე სელმა შავი ფერის სექსუალურ კაბაში პოზირებს. მეორე ფოტოზე კი, ატლასის პასტელურ კაბაში ბრწყინავს.
უკომენტაროდ!! – შიშველი სელმა ჰაიეკი „სუპერ მაიკის“ პრემიერაზე
56 წლის სელმა ჰაიეკი „გუჩის“ „შიშველ კაბაში“ შოკისმომგვრელად გამოიყურება