LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელმა ჰაიეკის ერთნაირი ფოტო 24 წლის წინ და ახლა

400
selmahknewsst

მსახიობმა სელმა ჰაიეკმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 54 წლის გახდა, სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მან 1996 წელს გამოსული ცნობილი ჟურნალის გარეკანი შეგვახსენა, რომლის მთავარი გმირიც თავად იყო. ამის პარალელურად კი, მსახიობმა ასეთივე ახალი ფოტო ატვირთა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ძველი და ახალი ფოტოების შედარება სთხოვა.

Los Angeles Magazine-ის გარეკანზე „ფრიდას“ ვარსკვლავი თეთრ კაბაში პოზირებს და სახეზე ნამცხვრის კრემი უსვია, ახალი ფოტო კი მსახიობის სახლშია გადაღებული. ახალ გამოწვევას მალევე მოჰყვა რეაქციები ფანებისგან. ყველა აღნიშნავს, რომ სელმა ყველა ასაკში ლამაზია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები