LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ მენდესის ფილმმა „1917“ „ბაფტას” 7 ნომინაციაში გაიმარჯვა (ფოტო)

328
bafta-winners

ბრიტანული კინოს წლევანდელი დაჯილდოვება არაფრით იყო განსხვავებული სხვა, აქამდე გამართული დაჯილდოვებებისგან. „ბაფტას” რიგით 73-ე ცერემონიაზე წელს ისევ დაჩაგრეს ქეუნტინ ტარანტინო, მან ვერც ,,წლის ფილმის” კატეგორიაში გაიმარჯვა და ვერც წლის რეჟისორის პრიზი მიიღო.

დაჯილდოების ტრიუმფატორი სემ მენდესის ფილმი „1917“ გახდა, რომელმაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო. წლის ფილმი, წლის ბრიტანული ფილმი, წლის რეჟისურა, ოპერატორული ნამუშევარი და ჯამში სემ მენდესის დრამამ„ბაფტას” 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. რომ არა ბრედ პიტის გამარჯვება წლის მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის, ქუენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ პრიზის გარეშე დარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. აქ სემ მენდესის ბრიტანულმა წარმოშობამაც იმუშავა, ცხადია, სამშობლოში მას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ,,წლის მსახიობი მამაკაცი” ხოაკინ ფენიქსი, ხოლო ,,წლის მსახიობი ქალი” რენე ზელვეგერი გახდა. ბრედ პიტთან ერთად, მეორეხარისხოვანი როლისთვის ამავე კატეგორიაში პრიზი ლორა დერნმა მიიღო. ბრედ პიტი წელს დაჯილდოვებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზის ასაღებად სცენაზე მარგო რობი ავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები