LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ,,ბაფტას” დაჯილდოვებაზე 8 წლის წინანდელი კაბით მივიდა (ფოტო)

355
ktmdltnnnws5

გუშინ ლონდონში ბრიტანული კინოს რიგით 73-ე ცერემონია გაიმართა, რომლის საპატიო სტუმრები პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გახდნენ. კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ჯერ ,,ბაფტას” წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი, დარბაზის პირველი რიგებიდან ადევნებდნენ თვალს კინოსა და ტელევიზიის ხელოვანთა აკადემიის გრანდიოზულ ცერემოენიას.

პრინცი უილიამი უკვე 10 წელია აკადემიის პრეზიდენტადაა არჩეული, მან წელს საპატიო პრიზი კეტლინ კენედის გადასცა.

ქეითი ,,ბაფტაზე” ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ თეთრი კაბით, რომელიც ოქროსფერი ორნამეტებით იყო გაფორმებული.

ეს კაბა ქეითს ადრეც ეცვა, უფრო კონკრეტულად კი, 2012 წელს მალაიზაში ოფიცილური ვიზიტის დროს.  დაჯილდოვებაზე 8 წლის წინანდელი კაბით მის გამოჩენას არავინ ელოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები