სემ სმიტმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ კარიერაში პაუზას იღებს. ვარსკვლავი რამდენიმე დღის წინ ლონდონში გამართულ წვეულებაზე გამოჩნდა და თავისი ახალი ვიზუალით გარშემომყოფებო გააოცა. მომღერალს მკვეთრად ჰქონდა წონაში დაკლებული.
„აღარ ვიკვებები უზომოდ ბევრს, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ეს ძალიან, ძალიან რთულია, რადგან გემრიელი ჭამა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, ეს ყველაფერი ცხოვრების წესად ვაქციო“ – განაცხადა სმიტმა 2016 წლის „გრემიზე“. როგორც ჩანს, მას შემდეგ მომღერალი ამ წესს მკაცრად იცავს.
