სემ სმიტმა რიგით მეხუთე, მეტად ინტიმური და რომანტიკული სტუდიური ალბომი – Hazel Eyes დააანონსა. ალბომი, რომელიც 21 აგვისტოს გამოვა, მომღერლის ახალ საცხოვრებელ ქალაქს – ნიუ-იორკს ეძღვნება.
ალბომი აღწერილია როგორც სასიყვარულო ისტორია და გულწრფელი ოდა ნიუ-იორკისადმი, სადაც არტისტი ახლა ცხოვრობს. ცნობილი გახდა, რომ ალბომი 12 ტრეკს გააერთიანებს.
ცნობისთვის, სმიტმა უკვე გაავრცელა ალბომის ლიდ სინგლი – My Guy. მომღერლის თქმით, ეს არის სიმღერა, რომლის დაწერასაც და შესრულებასაც მთელი ცხოვრება ელოდა.
შეგახსენებთ, რომ სემ სმიტის წინა ლონგფლეი – Gloria, 2023 წლით თარიღდება.