LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტმა ახალი სინგლი დააანონსა

133
download (3)

სემ სმიტმა ახალი სინგლი დააანონსა. My Guy – სიმღერა ამ სახელწოდებით, 24 ივნისს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი ემოციურ ნამუშევარს აქამდე ცოცხლად, მხოლოდ ლაივ პერფორმანსების დროს ასრულებდა. მას შემდეგ, რაც ტრეკმა მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა, არტისტმა მისი სტუდიური ჩანაწერის რელიზი გადაწყვიტა.

სმიტის თქმით, ეს არის სასიყვარულო სიმღერა, რომლის დაწერასაც და შესრულებასაც მთელი ცხოვრება ელოდა, რის გამოც ის ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.

მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ტრეკი ნიუ-იორკში, ზაფხულის ერთ დღეს, მეგობრებთან ერთად დაიწერა და მისი მიზანია ხანდახან ცივ მსოფლიოში ადამიანებმა სიყვარული, სითბო და სიახლოვე იგრძნონ.

როგორც ცნობილია, ამჟამად, სემ სმიტი აქტიურად მუშაობს მორიგ, რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომზე, რომელსაც 2023 წლის ლონგფლეის – Gloria შემდეგ წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები