LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკი: თბოსადგურებთან დაკავშირებით ტარიფები გადაიხედება ყოველწლიურად

103

თბოსადგურებთან დაკავშირებით ტარიფები გადაიხედება ყოველწლიურად, ასე იყო და ასე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა თბოელექტროსადგურების ნაწილის წინადადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგის გადახედვას.

გიორგი ფანგანმა აღნიშნა, რომ მეთოდოლოგია, რომელიც დღეს მოქმედებს, სრულად პასუხობს დარგში არსებულ მოთხოვნებს. ”შეუძლებელია ყოველთვიურად მოხდეს დათვლა რომელიმე ტარიფის. დღევანდელი მეთოდოლოგია რაც არის, სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც დარგშია. შესაბამისად, კომპანიების ინტერესი წინასწარ არის გათვალისწინებული. თუ კომპანიებს რამე ზარალი აქვთ, სემეკი იმსჯელებს, რომ ეს კომპენსირდეს”, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ცნობისთვის, თბოელექტროსადგურების ნაწილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან მოითხოვს, გადაიხედოს ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია და ვალუტის კურსთა სხვაობის ასახვა მყისიერად მოხდეს წარმოების ტარიფში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g