LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სემეკის“ სხდომაზე ვითარების განსამუხტად პატრული მივიდა

103

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში დაპირისპირების შედეგად შექმნილი ვითარების განსამუხტად  საპატრულო პოლიცია მივიდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “სემეკში” ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების განხილვა დაიწყო. განხილვის საშუალება მათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა არ მისცეს.

პარტიის წარმომადგენლებმა სხდომის მიმდინარეობის დროს, კომისიის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და მათ “მაღალანაზღაურებადი თოჯინები” უწოდეს.

„ლეიბორსტული პარტიის“ წევრები მოითხოვენ, “სემეკმა” ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდაზე უარი თქვას.

 

magti 5g