LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეები ნასაში გაემგზავრებიან [ფოტოები]

3377
55929377_2807645802586480_4406924302994112512_o

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი NASA-ში გაემგზავრება და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები სოფიო ჩიხლაძე (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია – (სკოლა აია-ჯესს), იონა იობიძე (ქუთაისის სკოლა პროგრესი) არიან.

პროექტის მიზანია, ავტომატიზებული გახადოს დაკვირვების და კვლევის პროცესი. „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა  და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, წარდგენილი პროექტისთვის „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც დააჯილდოვა.

“მოსწავლეების შექმნილი შთამბეჭდავი და ინოვაციური პროექტები ვნახეთ. მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა არის დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მომავალ მეცნიერ-გამომგონებლებს წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი კონკურსის მხარდამჭერ ყველა უწყებას ამ პროექტის განხორციელებისთვის,” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მისი მხარდამჭერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

 

წელს, კონკურსში სიახლეა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სექტორთან პარტნიორობის შედეგად, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებისთვისაც დაწესდა განსაკუთრებული პრიზი, რაც გულისხმობს გამარჯვებული გუნდების წევრების საინჟინრო და ტექნოლოგიურ საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობას.

შესაბამისად, კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდის „Motion”-ის ვლ. კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის სკოლის ოთხი წევრი, რომელთაც გაიმარჯვეს პროექტით „მოძრაობის სკანერი“ ID Tech-ის სტენფორდის ბანაკში რობოტექნიკის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მოსწავლეების პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ზუსტად აღწერონ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში. თანაბარი გადაადგილების აღწერის მიზნით, მოსწავლეები იყენებენ რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს.

ხოლო, მესამე ადგილზე გასული გუნდის „ესკულაპე“ ხუთი წევრი, რომლებიც სწავლობენ აია-ჯესსა და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, გაემგზავრებიან ბელგიაში და მონაწილეობას მიიღებენ Euro Space Center-ის საზაფხულო სკოლაში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაცია და მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს ქმნიან, სადაც ექიმი პაციენტებს აძლევს როგორც რეკომენდაციებს, სამედიცინო რჩევებს, ასევე, სინჯავს პაციენტს დისტანციურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები