53 წლის სექს-სიმბოლო, პამელა ანდერსონი მეოთხედ გათხოვდა. მისი რჩეული პირადი მცველი, დენ ჰეიჰერსთია. მათ ერთმანეთი პანდემიის დაწყებისას გაიცნეს და ცეცხლოვანი რომანიც გააჩაღეს..
53 წლის პამელა ანდერსონი მეოთხედ, პირად მცველზე გათხოვდა - ფოტოები ქორწილიდან
„მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, იმ ადამიანის მკლავებში, რომელსაც გულწრფელად ვუყვარვარ“, - აცხადებს ვარსკვლავი.
„მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავის მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ვანკუვერში, მისივე სახლში გაიმართა. როგორც ჩანს, წყვილს ფერმაში ცხოვრება ძალიან მოსწონს, ისინი სახლს ერთობლივად აშენებდნენ.
ახლახანს გავრცელებულ ფოტოებში პამელა ანდერსონი ღორებისა და ძროხების გარემოცვაში პოზირებს, ინტერნეტში ქორწილის ვიდეოც გავრცელდა.
„მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, იმ ადამიანის მკლავებში, რომელსაც გულწრფელად ვუყვარვარ, ახლა ისეთი ბედნიერეი ვარ, როგორც არასდროს“, – აცხადებს ვარსკვლავი.