LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექს-სკანდალის შემდეგ, კევინ სპეისი ეკრანებს უბრუნდება

53

სექსუალური სკანდალის გამო, კევინ სპეისის კარიერა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ამბის შემდეგ კი, მსახიობი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში – სპეისი ფილმში „მილიონერთა კლუბი“ მონაწილეობს.

გასული წლის ბოლოს, ჰარვი ვაინშტაინის სკანდალმა უამრავ სექს-სკანდალს ახადა ფარდა. მათ შორის  ერთ-ერთი დამნაშავე სპეისიც აღმოჩნდა, რომელსაც კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ ტოტალური ბოიკოტი გამოუცხადა. პროდიუსერებს მისი მონაწილეობით უკვე გადაღებული  ფილმების ჩვენებაც კი არ მოისურვეს.

საჯარო ბოდიშებისა და ეკრანიდან გაქრობის შემდეგ, მსახიობი საზოგადოებაში კვლავ გამოჩნდა: კინოგაქირავებაში მისი მონაწილეობით ფილმი „მილიონერთა კლუბი“ გამოვიდა. როგორც ჩანს, პროექტის ავტორებმა ერთგვარად გარისკეს.

ფილმი დიდ ეკრანებზე აგვისტოში გამოვა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მისი რელიზი საკმაოდ შეზღუდული სახით მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები