2010 წელს პუერტო-რიკოელმა მომღერალმა, რიკი მარტინმა ქალბატონების არმიას გული დასწყვიტა, როდესაც საზოგადოებას სექსუალურ ორიენტაციაში გამოუტყდა. 2017 წელს არტისტი ჯოვან იოსეფზე დაქორწინდა და დღემდე ბედნიერად გრძნობს თავს. ისინი 4 შვილს ზრდიან.
„ჩემი ოცნებების მბრძანებელი“- რიკი მარტინი ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს
ახლახანს ვარსკვლავი გამოცემა People-ის გარეკანზე მოხვდა და მას გულწრფელი ინტერვიუც მისცა. მისი თქმით, როდესაც ის ქალებს ხვდებოდა, გულწრფელი იყო, მას ისინი უყვარდა.
„სექსუალურ ორიენტაცია საკმაოდ რთული რამაა. ის შავ-თეთრი არ არის, მას მრავალი ფერი აქვს. როდესაც ქალებს ვხვდებოდი მე ისინი გულწრფელად მიყვარდა, დიახ მე მქონდა მათ მიმართ ლტოლვა, ეს არაჩვეულებრივი იყო“, – აცხადებს 49 წლის მარტინი.