დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სკოლის მასწავლებელი, რომელსაც 13 წლის გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სკოლიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იმედთან საუბრისას განაცხადა.
ის აცხადებს, რომ ადმინიტრაციამ გოგოს ნებართვა მისცა, 82 წლის მასწავლებლის საუბარი ჩაეწერა. როცა ჩანაწერი ნახეს, დისციპლინურ კომიტეტს გადასცეს და მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ჩანაწერში მასწავლებელი მოსწავლეს თავის ისტორიას უყვებოდა, თუ როგორ ჰქონდა ამ გოგოს თანატოლის მიმართ სექსუალური ლტოლვა.
დედოფლისყაროს ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდი ამბობს, რომ სკოლაში 82 წლის მასწავლებელი თავის სექსუალურ ლტოლვებზე ესაუბრა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.