მსახიობი მონიკა ბელუჩი მაიამიში გამართული კინოფესტივალის საპატიო სტუმარი გახდა. ის კანადელი რეჟისორის, გი ედუას ფილმის „ვილ-მარის“ ჩვენებას დაესწრო. ფილმში ბელუჩი ფრანგ მსახიობს, სოფის განასახიერებს, რომელიც ვაჟთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.
პრემიერაზე ბელუჩი ჩვეულ ელეგანტურ ფორმაში გამოჩნდა. ის ბრწყინავდა შავ გამჭვირვალე კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში.
