LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური განათლება ამიტომაა აუცილებელი, რომ ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ: ნათია ფანჯიკიძე 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაზე

409
ნათია-ფანჯიკიძე

სამეგრელოში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც მამამ და მისმა შვილმა 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია, რათა ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო და ასევე ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ.

ვიდეო: ადვოკატები რაში სჭირდებათ, ან ერთს ან მეორეს? სამუდამო ორივეს: 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლი

როგორც ფანჯიკიძე წერს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მოძალადის შვილებსაც ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია ესაჭიროებათ, რათა ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.

მისივე თქმით, პედოფილია სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდეს.

„პედოფილიის შემთხვევების უმეტესობა ახლო წრეში, ნაცნობ გარემოში ხდება, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი იშვიათად ხვდება სრულიად უცხო გარემოში. სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ. პედოფილი, რომელიც სასტიკ ძალადობას ჩადის, ყოველთვის რჩება საზოგადოებისთვის საშიშ პირად, ამიტომ უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმისათვის, რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. მოძალადის შვილებსაც ესაჭიროებათ ფსიქორეაბილიტაცია, იმავე მიზნით, რომ შეძლონ ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

“ვუთხარი, თუ ეს მართლა ჩაიდინეთ, ადექით და თავი მოიკალით მეთქი – 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლი

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა საქმეზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g