8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლი ტელეკომპანია „პირველთან“ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ და მამამთილმა ჩადენილ დანაშაულზე სამუდამო სასჯელი უნდა მოიხადონ.
„ადვოკატები რაში სჭირდებათ, ან ერთს ან მეორეს? სამუდამო ორივეს…“, – აცხადებს ბრალდებულის ცოლი.
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით სამეგრელოში 2 კაცის დაკავების შესახებ დღეს, 25 ივნისს გახდა ცნობილი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატირებას გულისხმობს.