LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელი მამა-შვილი მოზარდს სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – ახალი დეტალები 8 წლის გოგონაზე ძალადობის საქმეში

1663
1602575171234160

მედიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება. 8 წლის მოზარდის მამიდა ამბობს, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობა სავარუდოდ 2 წლის განმავლობაში პერმანენტულად ხორციელდებოდა, ხოლო ბოლო შემთხვევა 21 ივნისს მოძალადე მამა-შვილის სახლში მოხდა.

მომხდარის შესახებ ბავშვმა მშობლებს და ოჯახის წევრებს თავად მოუყვა.

შეგახსენებთ, ადგილობრივმა მოსახლეობამ 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვა

გაუპატიურების ბრალდებით, მამა-შვილი გუშინ დააკავეს.

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.

სამეგრელოში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს – დაკავებულია მამა-შვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები