სექსუალური შევიწროების საკითხს სულ უფრო და უფრო აქტიურად განიხილავენ. თანაც საქმე არამხოლოდ რიგით ადამიანებს, არამედ ვარსკვლავებსაც ეხება. ამჯერად ინტერნეტ სივრცეში ჯენიფერ ენისტონისა და ტელე-წამყვანის, დევიდ ლეტერმანის დიალოგი განიხილება, რომელიც 1998 წლით თარიღდება.
გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში წამყვანი მსახიობს საკმაოდ მიუახლოვდა. თავდაპირველად ენისტონი იცინოდა, თუმცა, როდესაც დევიდი მასთან კიდევ უფრო ახლოს მივიდა, ჯენიფერმა ის ზიზღით გასწია.
„სექსუალური შევიწროება პირდაპირ ეთერში“, „ლეტერმანისგან ასეთ საქციელს არ ველოდი“, „რა ამაზრზენია“, – ასე ეხმაურებიან ინტერნეტ მომხმარებლები აღნიშნულ დიალოგს.
This jennifer aniston interview on David Letterman in 1998 is still disgusting to watch. https://t.co/hEPT5jwVEZ
— chloe (@okayaniston) February 19, 2021