საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება ისჯება, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, პირი 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება – გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან ერთ თვემდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოებს.
ამასთან კანონპროექტი არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შევიწროება ან არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ქმედება 500-დან 800 ლარამდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
კანონპროექტი დღეს, მესამე მოსმენით, 102 ხმით დაამტკიცეს.