LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბების აპელაცია მუშაობს? უეფამ კოსოვო დაამუხრუჭა

94

სერბეთის საფეხბურთო კავშირმა უეფაში კოსოვოს მიღებაზე აპელაცია შეიტანა.
ამრიგად, სერბები კოსოვოს საფეხბურთო სამყაროს სრულფასოვან წევრად აღიარებას ასაჩივრებენ.

აპელაცია სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშია (CAS) შეტანილი. სერბებმა ყველა საჭირო დოკუმენტი მოამზადეს და შესაბამისად აპელაციას უახლოეს ხანში განიხილავენ.

შეგახსენებთ, კოსოვო უეფას შემადგენლობაში ამ ორგანიზაციის კონგრესზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

სარჩელმა თავისი მცირე შედეგი უკვე გამოიღო, რადგან უეფას კოსოვო არ შეუყვანია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეთა წინასწარ სიაში. ეს ეხება გიბრალტარსაც.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა სერბეთი დე-იურე თავისად მიიჩნევს ნახევრად აღიარებულ რესპუბლიკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g