LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსი ალექსის ოგანიანს გაყვა ცოლად

47

36 წლის სერენა უილიამსი და 34 წლის ალექსის ოგანიანი დაქორწინდნენ. გავრცელებული ხმების მიხედვით, ქორწილს 250 ადამიანი ესწრებოდა და ის ახალი ორლეანის ისტორიულ კვარტალში მდებარე კულტურის ცენტრში The Contemporary Art Center გაიმართა. ქორწილი მთლიანად „ურჩხულისა და მზეთუნახავის“ სტილში იყო გაფორმებული.

სერენამ და ალექსისმა სტუმრებს არჩეული თემის შესაბამისად სთხოვეს ჩაცმა. ახლად დაქორწინებულებს გაბედნიერება ბიონსემ, ევა ლონგორიამ, კელი როულენდმა და სხვა ვარსკვლავებმა მიულოცეს.

ყურადღების ცენტრში ნეფე-დედოფლის გარდა, მათი ქალიშვილი, 11 თვის ალექსის ოლიმპიაც მოექცა.

ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ჩოგბურთელმა პორტალ Reddit-ის დამფუძნებეთან შეხვედრა 2015 წელს დაიწყო. წყვილმა ერთმანეთი, რომში, ვახშმისას გაიცნო. ამავე სასტუმროში ალექსისმა საყვარელ ქალს ხელი და გული სთხოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები