სერენა უილიამსმა არც მეტი, არც ნაკლები… ძაღლის საკვები შეჭამა.
ჩოგბურთელმა, რომელმაც შარშან უიმბლდონზე მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან აინტერესებდა, როგორი გემო ჰქონდა მისი საყვარელი ძაღლის საჭმელს.
სერენამ ორაგულითა და ბრინჯით მომზადებული საკვები აარჩია, თეფშზე გადმოიღო და რამდენიმე ლუკმა შეჭამა.
„უცნაური გემო ჰქონდა, არ მგონია, ადამიანებისთვის ამისი ჭამა შეიძლებოდეს,“ – დაწერა სერენამ.
ჩოგბურთელმა მოგვიანებით თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი ყოფილა, რადგან მას სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია.