LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსმა წინა საქორწინო წვეულება მოაწყო

133

სერენა უილიამსმა ქორწილის წინა წვეულება მოაწყო. სულ მალე ოლიმპიურ ჩემპიონს გრანდიოზული ქორწილი ექნება. სპორტსმენის საქმრო სოციალური ქსელის – Reddit-ის დამაარსებელი ალექსის ოგანიანია. მართალია, წყვილი ქორწილის ზუსტ თარიღს საიდუმლოდ ინახავს, თუმცა ტაბლოიდების ინფორმაციით, ცერემონია ამ თვეში გაიმართება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სერენამ უკვე გოგონების წვეულებაც გამართა. ჩოგბურთელი წვეულების ფოტოების გაზიარებისგან თავს იკავებს, თუმცა ჟურნალისტებმა ზოგიერთი ფაქტი მაინც დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ წვეულება ნიუ-იორკში გაიმართა და მას 12 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სერენას და ვინუსი და მისი უახლოესი მეგობარი მომღერალი სიარა. გოგონებმა ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს, შემდეგ კი დილამდე ღამის კლუბში ერთობოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები