LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენას და სხვა ქალების ფულები

133

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა ათეული. რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, მან გაზაფხულზე ფეხმძიმობის გამო კარიერა შეწყვიტა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების TOP 10:

1. სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) – 27 მლნ

2. ანჟელიკ კერბერი (გერმანია, ჩოგბურთი) – 12.6 მლნ

3. დანიკა პატრიკი (აშშ, ავტოსპორტი) – 12,2 მლნ

4. რონდა როუზი (აშშ, შერეული ორთაბრძოლები) – 11 მლნ

5. ვინუს უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) – 10,5 მლნ

6. გარბინ მუგურუსა (ესპანეთი, ჩოგბურთი) – 7,7 მლნ

7. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, ჩოგბურთი) – 7,5 მლნ

8. აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, ჩოგბურთი) – 7,3 მლნ

9. ეჟენი ბუშარი (კანადა, ჩოგბურთი) – 7,1 მლნ

10. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, ჩოგბურთი) – 6,2 მლნ

აღსანიშნავია, რომ პირველად 2005 წლის შემდეგ, ამ რეიტინგში ვერ მოხვდა რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა. შეგახსენებთ, რუსი 15 თვე იყო დისკვალიფიცირებული და აპრილში განაახლა აქტიური სპორტული კარიერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g