მოსკოვი იმდენივე ამერიკელ დიპლომატს გააძევებს, რამდენი რუსი დიპლომატიც ამერიკამ გააძევა თავისი ქვეყნიდან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საპასუხო ზომები დასავლეთის ქმედებებზე „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, სარკისებური იქნება და არა მხოლოდ.
დღესვე ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის ქმედებაზე რუსეთი უკან გაიწვევს შეთანხმებას აშშ-ის გენერალური საკონსულოს სანკტ-პეტერბურგში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. „ამ წუთებში ამერიკის ელჩი ჰანთსმანი ჩვენს სამინისტროშია მოპატიჟებული, რომელსაც ჩემი მოადგილე სერგეი რიაბკოვი წარუდგენს ამ ზომების შინაარსს ამერიკასთან მიმართებაში. ეს ითვალისწინებს დიპლომატების ანალოგიური რაოდენობის გაძევებას და მოიცავს ჩვენს გადაწყვეტილებას სანკტ-პეტერბურგში ამერიკის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების გაწვევის თაობაზე“, – განაცხადა ლავროვმა.