LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-სა და ეუთო-ში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის

291
png-1526633525

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩვენ კოლეგებს ალიანსისა და ეუთოს ქვეყნებში ვუგზავნით მოთხოვნას, რომლითაც დაჟინებით ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებენ ისინი ვალდებულების შესრულებას, არ გაამყარონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე. თუკი არ აპირებენ, აგვიხსნან რატომ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთის შეთავაზებაზე ალიანსს ეწოდება თავდაცვითი. თუმცა კი, ლავროვი მიიჩნევს, რომ ალიანსის ასეთად მიჩნევა რთული საკითხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები