LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი შოიგუ: აშშ-ის ბომბდამშენებმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშეს

85
სერგეი შოიგუ

„რუსეთის სამხედრო ძალები ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობის ზრდას აფიქსირებენ“, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„ვხედავთ რუსეთის საზღვრებთან ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების მოქმედების მნიშვნელოვან გააქტიურებას. გასული თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან განხორციელდა 30-მდე გაფრენა, რაც 2.5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“, – აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, მიმდინარე თვეში აშშ-ის სტრატეგიული ძალების Global Thunder-ის წვრთნების დროს 10 სტრატეგიულმა ბომბდამშენმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშა.

„აშშ-ის სტრატეგიული ძალების Global Thunder-ის წვრთნების დროს 10-მა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა რუსეთის წინააღმდეგ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ მიმართულებიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაში ფაქტობრივად ერთდროულად ივარჯიშა. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან მინიმალური მანძილი იყო 20 კმ იყო,“- განაცხადა სერგეი შოიგუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g