LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი შოიგუ უკრაინაში „სპეცოპერაციის ზონაში“ იმყოფებოდა: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

149
b9350b19-a09e-4e9b-9614-9764d6751a53

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში, ე.წ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჯარების ინსპექტირება მოახდინა.

„რუსეთის არმიის მეთაურმა ჯარების განლაგების ტერიტორიები და რუსული ქვედანაყოფების მოწინავე პოზიციები შეამოწმა სპეცოპერაციის ზონაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუ სამხედროებს გაესაუბრა, თუმცა, უცნობია, როდის შედგა ეს ვიზიტი ან ეწვია თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრი თავად უკრაინას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g