პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის მხრიდან თითოეული რეკომენდაცია გასათვალისწინებელია.
მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიების რთული მუშაობის და 19 აპრილის შეთანხმების დამსახურებაა, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ნაწილი „საარჩევნო კოდექსში“ ასახულია.
„რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც არ არის ასახული, თუ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი საარჩევნო რეფორმა ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თითოეული რეკომენდაცია ეუთო/ოდირის მხრიდან. „ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს დაარღვიოს, უგულვებელყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.