LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია” – პროკურორი

343
BeFunky-collage - 2023-05-02T213601.298

სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ 3 ადამიანი, მის მიერ არ განხორციელებულა თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება, – აღნიშნულის შესახებ პროკურორმა მარი მეშველიანმა განაცხადა.

„საქართველოს პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. თავად სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ 3 ადამიანი, მობილურ ტელეფონთან მას არავითარი შემხებლობა არ ჰქონია, მის მიერ არ განხორციელებულა მობილური ტელეფონის დათვალიერება, შესაბამისად, მას ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა საქმის მიმდინარეობაზე და გამოძიებაზე, არ განუხორციელებია.

საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონთან. არც ძირითად გამომძიებელს არ წარმოადგენდა და არც გამოძიება არ იყო მის მიერ დაწყებული.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სერგო შუბითიძეს მოუწევს პროკურატურის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

დაისმება ყველა ის კითხვა, რომელზეც მან აქცენტი გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში, მათ შორის, მობილურ ტელეფონთან და ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც გაჟღერდება და გამოიკვეთება”, – განაცხადა მარი მეშველიანმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაპირველად საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, პროკურატურამ განაცხადა, რომ აღსანიშნავია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. როგორ უწყებაში განაცხადეს, მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას დღემდე არ იზიარებს.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – გამოკითხვაზე დაბარებულია სერგო შუბითიძე

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას…არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” – რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g