LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

axalaia-sasamartlo-3

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საქმეზე ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მისჯილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის აპრილში გამოუტანა. ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, დავით ლონდარიძის და გია გორელაშვილის წამების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, ხოლო საქმეზე მსაჯავრდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ბრალდების მხარე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ისინი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. საპატიმროში გადაყვანიდან ოთხ დღეში პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მისი წამების მოტივი მისგან სასურველი ჩვენების მიცემა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g