მეუღლეებმა, იუსენიტა და ლუინას მარსიუკაესებმა საცხოვრებელი სახლის გადაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც HBO-ს პოპულარული სერიალი „ჩერნობილი“ ნახეს. სახლი ისედაც სარემონტო იყო და მეუღლეებმა ის სწორედ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ეპოქის ელემენტებით მოაწყვეს, ინსპირაცია კი „ემის“ ნომინანტი მაღალრეიტინგული სერიალი გახდა.
რემონტის პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან წყვილს ძველი დროის ნივთების მოგროვება და რესტავრაცია დასჭირდა. ამაში მათ მეზობლები და ახლობლებიც ეხმარებოდნენ: „ბებიის გარდაცვალების შემდეგ, წარმოგენა არ გვქოდნა, როგორი სახლი უნდა გაგვეკეთებინა. „ჩერნობილმა“ თითქოს ახალი ბიძგი მოგვცა“ – იხსენებენ მეუღლეები.