გამოცემა Deadline იუწყება, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელდება. სერიალის გაგრძელებაზე კინოკომპანია Paramount Television იმუშავებს და ის 50 წლის ქალბატონებზე მოგვიყვება, რომლებიც მანჰეტენზე ერთობიან.
სერიალს კენდეს ბუშნელის წიგნის There Still Sex In The City მიხედვით გამოუშვებენ, რომელიც თავად დაწერს სცენარს. პროექტი ეკრანებზე 2019 წლის ზაფხულში გამოვა. ამ ეტაპზე უცნობია, დაბრუნდებიან თუ არა სერიალში ყველასთვის საყვარელი მსახიობები.
რაც ეხება ავტორს, კენდეს ბუშნელის, ის გაზეთ New York Observer-ის მიმომხილველი იყო. 1998 წელს HBO-მ მისი სტატიების მიხედვით სერიალი გამოუშვა.