LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალის – ,,ეიფორია” ახალ სეზონში როსალია მიიღებს მონაწილეობას

161
euphoria_rosalia

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ამ დღეებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ HBO გახმაურებული სერიალის – ,,ეიფორია” მესამე სეზონზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო შოუს ახალი ეპიზოდების გადაღებები 2023 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა თარიღმა გაურკვეველი დროით გადაიწია. სერიალის გადაღებები არამხოლოდ გაფიცვამ, არამედ ,,შოურანერის” სხვა პროექტზე გადართვამ შეაფერხა. 

ცნობილია, რომ სატელევიზიო შოუს მომავალ ნაწილში, რომელიც 2026 წლის განმავლობაში გამოვა, მოქმედება სკოლაში აღარ განვითარდება. მესამე სეზონში აღარ გამოჩნდება ბარბი ფერეირა, ვინაიდან მსახიობმა პროექტი დატოვა. არ იქნება ასევე ანგუს ქლაუდის პერსონაჟიც – ქლაუდი 2023 წლის ივლისში გარდაიცვალა.

მათ ნაცვლად, სერიალის გაგრძელებაში ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან, რომელთაგან ერთ-ერთს, ესპანელი მომღერალი – როსალია განასახიერებს. არტისტის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს, პედრო ალმადოვარის ფილმში – Pain and Glory შედგა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის – Euphoria პრემიერა 2019 წელს შედგა. ის საშუალო კლასის ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცებიცაა: ნარკოდამოკიდებულება, სექსუალური ორიენტაცია, ბულინგი, მენტალური აშლილობები და სხვა. შოუს რეჟისორი, სემ ლევინსონია. სერიალმა ჰოლივუდის ახალი თაობის არაერთი მსახიობის წარმატება განაპირობა. მათ შორის არიან: ზენდეია, სიდნი სვინი, ჯეიკობ ელორდი და ჰანტერ შაფერი. ისინი სერიალის მესამე სეზონშიც გამოჩნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები