LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოჟა, ვის ეძახი ძმას? მტერი ხარ! – უკრაინელი მუსიკოსი პოტაპი სერგეი ბეზრუკოვს  მიმართავს

307
potapenko

რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის პუტინისადმი მონურ ერთგულებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მსახიობი, რომელსაც რუსულ კინოსა და თეატრში ყველა როლი მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ პუტინის ერთგული მსახურია, ამჯერადაც არ ჩერდება. ის აქტიურია სოციალურ ქსელებში და მხარს უჭერს სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ მან ეს მხარდაჭერა  პუშკინის ლექსით გამოხატა და გარდა ამისა, უკრაინელებს მოუწოდა, ძმობაზე უარი არ თქვან.

ბეზრუკოვის ამ მიმართვას ლექსითვე გამოეხმაურა ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი დუეტიდან „პოტაპი და ნასტია“, ალექსეი პოტაპენკო. მან ბეზრუკოვს თავისი დაწერილი ლექით „ინსტაგრამიდან“ უპასუხა და  განმარტა, რას ნიშნავს ეს ომი ყველასთვის.

„სერიოჟა, ვის მხარეს ხარ ბიჭო? შენი თანამემამულეები, ახლა ჯოჯოხეთში არიან, უხელოდ, უფეხოდ ჩამოჰყავთ რუსეთში. ვის ეძახი ძმას? მტერი ხარ“ – მიმართა პოტაპმა ბეზრუკოვს.

კონსტანტინ ხაბენსკი: „დიახ, უკრაინას ვუჭერ მხარს!.. რადგან ასე ნეგატიურად ხართ განწყობილი, იურთიერთეთ სხვა რუს ვარსკვლავებთან, მაგალითად, სერგეი ბეზრუკოვთან ან თინა კანდელაკთან!..“

უკრაინული დუეტი „პოტაპი და ნასტია“ ყველა რუსულ ჯილდოზე უარს ამბობს და რუსულ ენაზე აღარ იმღერებს

რუსეთში არტისტების „შავი სია“ გამოქვეყნდა – მომღერლებს კონცერტებზე გამოსვლა ეკრძალებათ

 

View this post on Instagram

 

A post shared by Oleksii Potapenko (@realpotap)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Oleksii Potapenko (@realpotap)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Oleksii Potapenko (@realpotap)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g