LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერიოზულ ურთიერთობაში რომ გადაიზარდა ყველაფერი, ზუსტად ხუთ წუთში ვთხოვე ცოლობა“ – როგორ შეცვალა ვახო სანაია მეუღლემ

1488
ფორტუნა - 2023-05-09T001253.107

ვახო სანაიამ „მხოლოდ ლელასთან“ მისი და თამუნა ყურაშვილის ურთიერთობის დასაწყისზე ისაუბრა. ვახოს თქმით, თამუნასთან ურთიერთობა, მას შემდეგ დაიწყო, როცა არც ერთი აღარ იმყოფებოდა ურთიერთობაში.

„თამუნამ პროფესიულადაც მოახდინა გავლენა. გაფანტული ვიყავი სხვა რამეში. თამუნა რომ გავიცანი ახლოს, სულ ამ თემაზე ვიყავი კონცენტრირებული. ერთი სული მქონდა, სტუმარს დაესრულებინა საუბარი, რომ ისევ თამუნა მენახა.

 

თამუნა მომწონდა სიგიჟემდე და ხმას ვერ ვიღებდი… ვიყიდე არაყი და გადავკარი - ვახო სანაია სიყვარულის ისტორიას იხსენებს

არ ვიცი, გქონიათ თუ არა ასეთი მომენტი, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვეუბნებოდი. ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ ჩუმადო. 

 

პროფესიიდან გამომდინარე სულ გარეთ ვიყავი და ამას შეჩვეული ვიყავი. ახლა შევეჩვიე და ერთი სული მაქვს, რომ სახლში მოვიდე. ამ თემაზე ვლაპარაკობდი ამასწინათ და აღვნიშნე, თამუნას რომ გავყევი, 20 კილო მოვიმატე-მეთქი“. – ამბობს ვახო სანაია „მხოლოდ ლელასთან“.

წყვილი წამყვანის კითხვაზე, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ხელახლა შეექნათ ოჯახი, პასუხობს, რომ მთავარი ფაქტორი სიყვარული იყო.

თამუნა:

„სულ ვამბობ რომ იმდენად მოვიცვი ამ ყველაფრით, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და ძალიან თავისთავად მოხდა ეს ყველაფერი.

ვახომ ძალიან მალე მითხრა, ცოლად ხომ გამომყვებიო“.

ვახო:

„სერიოზულ ურთიერთობაში რომ გადაიზარდა ყველაფერი, ზუსტად ხუთ წუთში ვთხოვე ცოლობა. დარწმუნებული ვიყავი ამ გადაწყვეტილების სისწორეში“.

თამუნა: 

„იმ მომენტში მხოლოდ ამ  ემოციით ვიყავი მოცული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g