LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მომწონდა სიგიჟემდე და ხმას ვერ ვიღებდი… ვიყიდე არაყი და გადავკარი – ვახო სანაია სიყვარულის ისტორიას იხსენებს

2416
ფორტუნა - 2023-05-08T232929.282

ჟურნალისტი ვახო სანაია მეუღლესთან, თამუნა ყურაშვილთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრები იყვნენ.

წყვილმა ისაუბრა, როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა.

„ჩვენს მეგობართან, რუსო ვაშაკიძესთან შევიკრიბეთ მეგობრები. თამუნა ძალიან მაგარ საჭმელებს აკეთებს. შეუბერეს ღომისა და ელარჯის კეთება დაიწყეს. მე ამ დროს სიგიჟემდე მომწონდა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, ხმას ვერ ვიღებდი.

არ ვიცი, გქონიათ თუ არა ასეთი მომენტი, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვეუბნებოდი. ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ ჩუმადო.

ჩემს მეგობარს ვუთხარი, გამომყევი – მეთქი. ჩავედი მარკეტში, არაყი ვიყიდე და გადავკარი. 10 წუთი დაველოდე და ყველაფერი დატრიალდა. მერე ავედი და ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, მაგრამ მე ვლაპარაკობდი და თამუნა მეკაიფებოდა.“ – იხსენებს ვახო სანაია.

ვახოს თქმით, თამუნამ მას სახლში მისვლა შეაყვარა და რაც მთავარია 20 კილოგრამი მოამატებინა.

„რომ ვეკითხებოდი, წლების განმავლობაში რატომ არ მაქცევდი -მეთქი ყურადღებას, მეუბნება სუსლიკი იყავიო“.- ამბობს ვახო სანაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები